ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკვე ცნობილია, როდის გაიხსნება შიდა ტურიზმი და როდის შეძლებს ქვეყანა უცხოელი ტურისტების მიღებას – გახარიას განმარტება

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც საზღვრებს გახხნის.

„საქართვლოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართვლო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ – აღნიშნა გახარიამ.

ცნობისთვის, 5 მაისიდან ეკონომიკის გახსნის გეგმის მეორე ეტაპი დაიწყო.  კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა. ასევე, ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, ესენია ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ  ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება და დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.

იტვირთბა....