პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, თბილისში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული ყველა სახის შეზღუდვა 11 მაისიდან მოიხსნება, ხოლო რუსთავსა და გარდაბანშიგადაადგილება 14 მაისიდან აღდგება.
ამის შესახებ გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.
გახარიას ცნობით, 18 მაისს კი მარნეულიგაიხსნება. მუნიციპალიტეტის გახსნა კი დაგვიანებით ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ხდება, ვინაიდან აუცილებელია ტესტების რაოდენობა, რომელიც მუნიციპალიტეტში უნდა ჩატარდეს.
“ეს ეხება როგორც მარნეულს, ასევე დანარჩენ რეგიონებს, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს მინდა მოვუწოდო, სოციალური დისტანცია და პირბადე განსაკუთრებით საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თუმცა სასურველია, უბრალოდ ქუჩაშიც, არის ჩვენი ცხოვრების ნაწილი, სამწუხაროდ და ეს არის ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელმაც უნდა მოგვცეს საშუალება სწრაფად და ეფექტურად მაღალი რისკების გარეშე შევძლოთ ეკონომიკის გახსნა. ამას აქვს დიდი მნიშვნელობა და როგორც აქამდე პასუხისმგებლიანად უდგებოდნენ ამ შეზღუდვებს,” – განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა. ასევე, 5 მაისიდან ეკონომიკის გახსნის გეგმის მეორე ეტაპი დაიწყო. კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, დაშვებულია სამშენებლო სექტორსა და სამშენებლო მასალების წარმოებაში მომაშავე ყველა კომპანიის საქმიანობა. ასევე, ნებადართულია, ავტოსარემონტო კომპანიების მუშაობაც, ესენია ავტოსამრეცხაოები და ავტოსერვისები. თუმცა, მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ ავტონაწილებით ვაჭრობაზე შეზღუდვა რჩება და დასაშვებია მხოლოდ ონლაინ ვაჭრობის ფორმით.
შეგახსენებთ, 24 აპრილს, პრემიერმა საზოგადოებას დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების გეგმა წარუდგინა, რომელიც 6 ეტაპისგან შედგება.