ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უკვე ცნობილია, როდის გაიხსნება ყველა სახის მაღაზია და წარმოება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, საქმიანობის გაგრძელების უფლება ეძლევა ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმlით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.

 

იტვირთბა....