ახალი ამბები მთავარი ციტატა

“COVID-19-ის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება” – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

“საქართველო ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, სადაც ვირუსის წინააღმდეგ ღონისძიებები ადეკვატურად და დროულად გატარდა, ამან კი თავის მხრივ განაპირობა ის, რომ სიტუაცია ქვეყანაში კონტროლს ექვემდებარება და დაბალია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.კორონავირუსის აფეთქების მეორე ტალღა საქართველოს არ ემუქრება.”

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

აღნიშნული განცხადება “ჯანმომ” ვირტუალურ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

ინფორმაცია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ნაადრევად მოიხსნება. მისი თქმით, 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოეხსნება რუსთავსა და გარდაბანს. რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება. 

ასევე 11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

 15 ივნისიდან კი, საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი ამოქმედდება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

იტვირთბა....