აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 ლაშა შერგელაშვილი 2019 წელს წავიდა შსს-დან და 6 წლის შემდეგ იცის, რა განადგურდა და რა არა?!-ალექსანდრე დარახველიძე

ლაშა შერგელაშვილი (გდდ-ის ყოფილი თანამშრომელი)2019 წელს წავიდა შსს-დან და 6 წლის შემდეგ იცის, რა განადგურდა და რა არა?! – ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რელევანტური იყო ამ საქმისთვის, ამოღებულია და დევს სისხლის სამართლის საქმეში – ამას ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადა არსებობს – ამის ალექსანდრე დარახველიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ქიმიური ნივთიერებებთან დაკავშირებით მტკიცებულებების შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, არასერიოზულია, რომ შსს-ს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც სისტემაში 2019 წლიდან აღარ მუშაობს, საუბრობს იმაზე, რომ უწყებამ 2025 წლის ბოლოს მტკიცებულებები გაანადგურა.

„არასწორი შეფასებაა. ლაშა შერგელაშვილს, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ედავება ძალიან სერიოზულ დანაშაულს სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც თუ არ ვცდები, 2019 წლიდან აღარ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, საუბრობს, რომ 2025 წლის ბოლოს რაღაცა გავანადგურეთ. ეს არასერიოზულია. რაც შეეხება აღნიშნულ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საკითხს – არაერთხელ განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007-2009 წელს ჰქონდა შეძენილი კონკრეტული ნივთიერებები. გაკეთდა განმარტება, თუ რა ნივთიერება იყო. იყო ერთ-ერთი ებრაული კომპანიის მხრიდან შეძენილი. არც ერთი მათგანი არ არის აკრძალული. ამაზეც გამოძიებამ გააკეთა შესაბამისი განმარტება. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს – როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განმარტა, 160-მდე საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. შესაბამისად, ყველა ის მტკიცებულება, რომელიც რელევანტური იყო ამ საქმისთვის, ამოღებულია და დევს სისხლის სამართლის საქმეში. ამას ვერავინ გააქრობს, სანამ სისხლის სამართლის საქმის მასალების შენახვის ვადა არსებობს” -განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

იტვირთბა....