აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ კუპიანსკის ნაწილები და მის გარშემო არსებული რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუპიანსკის ნაწილები და მის გარშემო არსებული რამდენიმე სოფელი დაიბრუნეს – ამის შესახებ უკრაინელმა სამხედრო მეთაურმა Reuters-თან განაცხადა. რუსმა სამხედროებმა ნოემბერში თქვეს, რომ მათ კუპიანსკზე სრული კონტროლი დაამყარეს.

“დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში მყოფი რუსები სრულიად იზოლირებულები არიან. დიდი ხნის განმავლობაში მათ არ იცოდნენ, რა ხდებოდა. ახლა კი იციან, რომ ალყაში არიან“ ამბობს ეროვნული გვარდიის ერთ-ერთი მეთაური, იჰორ ობოლენსკი უკრაინულ გამოცემასთან ინტერვიუში.

უკრაინა აცხადებს, რომ კუპიანსკის ნაწილები დაიბრუნა და რუსი ჯარები ალყაში მოაქცია.

იტვირთბა....