აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ოლქში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკის ოლქში ჩავიდა და ვიდეო ჩაწერა ქალაქის შესასვლელში. 

ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მახლობლად უკრაინის თავდაცვის ძალებმა წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს და ქალაქში შეჭრილი რუსული ჯგუფი ალყაში მოაქციეს. ეს ის ქალაქია, რომელიც ცოტა ხნის წინ პუტინმა აღებულად გამოაცხადა.

“დღეს უმნიშვნელოვანესია ფრონტის ხაზზე შედეგების მიღწევა, რათა უკრაინამ დიპლომატიურ სფეროში შედეგების მიღწევა შეძლოს. მადლობა ყველა დანაყოფს, ყველას, ვინც აქ იბრძვის, ყველას, ვინც ოკუპანტს ანადგურებს… ზუსტად ასე მუშაობს ეს. ჩვენი ქვეყნის შიგნით არსებული ყველა ძლიერი პოზიცია ომის დასრულების შესახებ დისკუსიაში ძლიერ პოზიციას ნიშნავს. მადლობა ყველა ჯარისკაცს! ვამაყობ თქვენით! მადლობა ჩვენს ყველა სახმელეთო ჯარს, დღეს თქვენი დღეა. მადლობა, ბიჭებო“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

იტვირთბა....