უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა, წინააღმდეგობის მოძრაობა „შავ ნაპერწკალთან“ თანამშრომლობით, ჩაატარა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის გადამტან ორ რუსულ გემს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, გემების მარშრუტისა და ტვირთის შესახებ დეტალური ინფორმაცია სპეციალური ოპერაციების ძალებს წინააღმდეგობის მოძრაობამ მიაწოდა.
გემებზე „კომპოზიტორ რახმანინოვსა“ და „ასკარ-სარიჯაზე“ დარტყმა კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან განხორციელდა. რუსეთი ამ გემებს სამხედრო მიზნებისთვის იყენებს, კასპიის ზღვაში, ყალმუხეთის რესპუბლიკის სანაპიროსთან დაეჯახათ. ორივე გემი აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებიან ირანსა და რუსეთს შორის სამხედრო ტვირთების გადაზიდვაში მონაწილეობის გამო.

