ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ბარსელონაში მოქალაქეებს სანაპიროებზე გასვლის უფლება მიეცათ

ბარსელონაში ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. მოქალაქეებისთვის სანაპიროები გაიხსნა.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, 06:00 საათიდან 10:00 საათამდე მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს.

ამასთან, ესპანეთის მთვარობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე. ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების გახსნას გულისხმობს.

შემსუბუქების მეოთხე და საბოლოო ეტაპი კი, სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. სწორედ ივნისში გაიხსნება სანაპიროები რუჯის მისაღებად, ასევე მაღაზიები და რესტორნებიც ნაკლები შეზღუდვით იმუშავებენ.

შეგახსენებთ, შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი ესპანეთში უკვე დაიწყო. ქვეყანაში შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის შემდეგ, მსოფლიოს ქვეყნები შეზღუდვების მოხსნას იწყებენ. იტალია კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული ორთვიანი მკაცრი კანანტინის შემდეგ პირველად, შეზღუდვების შემსუბუქებას იწყებს. შეზღუდვების გამარტივება, ძირითადად, შეეხება ქარხნებსა და მშენებლობებს. ეს საშუალებას მისცემს ოთხ მილიონზე მეტ იტალიელს, დაბრუნდნენ სამსახურებში.

პორტუგალიამაც კორონავირუსის გავრცელების ფონზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. ქვეყანაში უკვე გაიხსნა წიგნის მაღაზიები და ავტოსალონები. ასევე, მუშაობა განაახლა მაღაზიებმა, რომელთა ფართობი 200 კვ.მ-ს არ აღემატება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შემოღებული შეზღუდვების შემსუბუქება გერმანიამაც დაიწყო, სადაც 11 და 12 წლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი განახლდა.

სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ისრაელშიც, სადაც სკოლებში ბრუნდებიან პირველი, მეორე და მესამე კლასის, ასევე დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები. სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა ჩინეთშიც.

ხოლო, მკაცრი შეზღუდვების შემდეგ, სომხეთში მაღაზიები, რესტორნები და ბარების ნაწილი გაიხსნა.

შეზღუდვების მოხსნა დაიწყო დანიამ, ჩეხეთმა, პოლონეთმა, სადაც ბიზნესის ნაწილს საქმიანობის განახლების შესაძლ;ებლობა მიეცა და სასწავლო პროცესი ნაწილობრივ აღდგა.

რაც შეეხება ნიდერლანდებს, ქვეყანაში ავიარეისების ნაწილი განახლდა და რიგი მიმართულებით ფრენები დაიწყო.

იტვირთბა....