შვიდკვირიანი კარანტინის შემდეგ დღეს ესპანელები ქუჩაში სავარჯიშოდ და ველოსიპედებით გავიდნენ. როგორც ცნობილი გახდა, ესპანელებს საშუალება აქვთ, ერთ კილომეტრამდე მანძილი გიარონ – ამის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.
არსებული წესის თანახმად, მოქალაქეებმა ქუჩაში ორმეტრიანი დისტანცია უნდა დაიცვან.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა, მიკრობლოგ „ტვიტერის“ საშუალებით მოსახლეობისადმი მიმართვა გაავრცელა.
„დღეს ჩვენ შეზღუდვების გამარტივებისკენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, უნდა ვიყოთ ყურადღებით და ამას პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ. ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. უნდა დავემორჩილოთ წესებს, დავიცვათ ჰიგიენა და სოციალური დისტანცია“, – წერს პედრო სანჩესი “ტვიტერზე”