“რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გაიხსნას, მაგრამ ამ ფონზე ვხედავთ, რომ მაგალითად, “კომენდანტის საათი” რჩება მაშინ, როცა ვერავინ გვაგებინებს, რა საჭიროა და როგორ ებრძვის პანდემიას ქვეყანაში “კომენდანტის საათი”. ასევე გაუგებარია, რატომ არ შეიძლება გაიხსნას მაღაზია, სადაც იყიდება ტანსაცმელი, აქაც ვხედავთ ფრაგმენტულ მიდგომას და არა ერთიან გააზრებულ სტრატეგიას.”
დავით ბაქრაძე – “ევროპული საქართველოს“ ლიდერი
დავით ბაქრაძემ აღნიშნულით მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი გეგმა შეაფასა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს. ამასთან, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.გარდა ამისა, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისაა