ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

2020 წელს ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე.

„2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კრიზისის მართვის პირობებში, 50 ნომრამდე სასტუმროებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას დავპირდით და გავაკეთეთ. რამდენიმე ათასმა ბიზნეს ოპერატორმა და კომპანიამ ისარგებლა ამ შეღავათით. დღეს ვაწესებთ ახალ ნორმას- ჩვენ დავასუბსიდირებთ სასტუმროებს, რომელთა ბრუნვა 20 მილიონ ლარამდეა, რაც ასევე დარგის განვითარებისთვის სერიოზული მხარდაჭერა იქნება“,-განაცხადა პრემიერმა.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს ახალი გეგმა წარადგინა, რომელიც შეზღუდვების ნაადრევად მოხსნას ითვალისწინებს. კერძოდ, 15 ივნისიდან საქართველოში ადგლობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან ქვეყანა საერთაშორისო ტურისტებს მიიღებს.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან გაიხსნება დედაქალაქი, ხოლო 14 მაისიდან შეზღუდვები მოიეხსნება რუსთავსა და გარდაბანს.რაც შეეხება მარნეულს, ის 18 მაისს გაიხსნება.

გარდა ამისა, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისაა

 

იტვირთბა....