ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განავლობაში კორონავირუსის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევაა დაფიქსირდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ეზუგბაიას თქმით, სამივე ადამიანის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„გუშინ დილას ამ პერიოდისთვის გვქონდა 408 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილას დაგვემატა მხოლოდ სამი. გვაქვს 411 შემთხვევა. ამ სამი ადამიანის წყარო ცნობილია, ეს არის ბოლნისის სასწრაფოს წყარო და სვანეთის წყარო“ , – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, 21 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული წინა დღეებშიც. კერძოდ, 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი. ეს იყო პირველი დღე, როცა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....