ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 30 შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების 30 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ეზუგბაიას განცხადებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 86 მათგანი მკურნალობას მათ ცენტრში გადის.

„გუშინ დილის მონაცემებით, თქვენ იცით, რომ 266 პაციენტი იყო დადასტურებული, ამ 24 საათში დაგვემატა 30 დადასტურებული შემთხვევა, დღეს დილისთვის 296 დადასტურებული შემთხვევაა.  ამ 296-დან 86 პაცენტი ჩვენია, ჩვენთან გამოჯანმრთელებული 45 პაციენტია. ამ ეტაპზე კოვიდ ცენტრებში, დაწესებულებებში, საერთო ჯამში 228 პაციენტი მკურნალობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 24 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო რაოდენობამ 296 შეადგინა. მათგან 69 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

იტვირთბა....