ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიცირების რაოდენობა 10-ით გაიზარდა, და საერთო რაოდენობა 306 გახდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

ეზუგბაიას ცნობით, ყველა ახალი ინფიცირებული პაციენტის კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, ხოლო ორი ახალი პაციენტი მათ ცენტრშია მოთავსებული.

ცნობისთვის, გუშინ ქვეყანაში ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებული 296 შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ვირუსისგან 69 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 4834 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 434 პირი.

 

იტვირთბა....