ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების 34 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ინფიიცრების 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ინფიიცრებულთა რაოდენობამ 370 შეადგინა.

ოფიციალური ინფორმაციით, 370 ადამიანიდან 77 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 3 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 5079 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 558 პირი.

ცნობისთვის, 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი.

 

იტვირთბა....