საქართველოში ბოლო სამი დღის განმავლობაში ჯამში ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 10 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე სტაციონარებში 313 პაციენტი მკურნალობს.
“ამ ეტაპზე არის 408 დადასტურებული შემთხვევა. სამი დღის განმავლობაში სულ 25 ახალი შემთხვევა გვაქვს. ასევე 85 იყო გამოჯანმრთელებული 18 აპრილს, დღეს არის 95. ანუ, ამ სამი დღის განმავლობაში 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევა დაგვემატა. თუ ამ მონაცემებს შევაჯერებთ, 408 პაციენტიდან გამოჯანმრთელებული 95 ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე სტაციონარებში მკურნალობს 313 პაციენტი“ , – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
ქევყანაში ამ დროისთვის კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 408 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ცნობისთვის, 20 აპრილის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში ინფიცირების 5 ახალი შემტხვევა დადასტურდა.
ვირუსის ინფიცირების ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 17 აპრილს დაფიქსირდა. ამ დღის მონაცემებით, ქვეყანაში 34 ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო დაფიქსირებული წინა დღეებშიც. კერძოდ, 16 აპრილის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების 30 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 15 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ხოლო 14 აპრილის მონაცემებით, ინფიცირების 30 შემთხვვეა იყო გამოვლენილი. ეს იყო პირველი დღე, როცა ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.