აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, ნიუ იორკის გუბერნატორ ენდრიუ ქუომოს “ტვიტერის” მეშვეობით მიმართავს და საყვედურს უცხადებს.
ტრამპის განცხადებით, ნიუ იორკმა ყველა სხვა შტატზე მეტი დახმარება მიიღო, თუმცა მის გუბერნატორს ადმინისტრაციისთვის მადლობაც კი არ გადაუხდია.
„მორჩი ლაპარაკს. ჩვენ მოგეცით ათასობით საავადმყოფოს საწოლი, რომელიც თქვენ არ გჭირდებოდათ და არ გამოიყენეთ, მოგეცით უამრავი სასუნთქი აპარატი, რომელიც ისედაც უნდა გქონოდათ და დაგეხმარეთ ტესტირების პროცედურებში, რაც თქვენი საქმე იყო. ჩვენ ნიუ იორკს ყველა სხვა შტატთან შედარებით მეტი ფული, დახმარება და აღჭურვილობა გადავეცით და იმ არაჩვეულებრივ კაცებს და ქალებს, რომლებმაც ეს გააკეთეს თქვენგან მადლობა არ მიუღია. თქვენი რიცხვები არ არის კარგი. ნაკლები ლაპარაკი და მეტი საქმე“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადებას, უკვე გამოეხმაურა ენდრიუ ქუომო და განაცხადა, რომ უმჯობესი იქნება ქვეყნის პრეზიდენტი ტელევიზორის ყურების მაგივრად სამსახურში წავიდეს.
„თუ ის ჯერ კიდევ სახლში ზის და ტელევიზორს უყურებს, ალბათ სჯობს, ადგეს და სამსახურში წავიდეს“, – განაცხადა ნიუ იორკის გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,215,105 მიაღწია. გარდაიცვალა 149,045 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 560,310 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 370 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 79 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5035 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.