ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“მსოფლიო ლიდერების კრიტიკის შემდეგ, ჩინეთის ხელისუფლებამ უხანში დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა“ – BBC

მას შემდეგ, რაც მსოფლიო ლიდერებმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში დაადანაშაულეს, ჩინეთის მთავრობამ უხანში ვირუსით დაღუპულთა მაჩვენებელი შეცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

გამოცემა იუწყება, რომ ხელისუფლებამ უხანში ვირუსით გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობა თითქმის 50%-ით გაზარდა.

გამოცემის ცნობით, აქამდე  უხანის პროვინციაში ოფიციალური სტატისტიკით, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 579 იყო, ახლა კი 1 290 შემთხვევა დაემატა და ჯამში დაღუპულთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლებაში განმარტავენ, რომ დაღუპულთა რიცხვის მკვეთრი ზრდა განაპირობა იმან, რომ კერძო კლინიკებში დაღუპულთა შემთხვევებს საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებიც დაემატა. ამასთან ამ მაჩვენებლის ასეთი ცვლილება ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამაც განაპირობა.

ცნობისთვის,  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში არაერთხელ დასდო ბრალი.  ჩინეთს კორონავირუსის შესახებ რეალური მოაცემების დამალვაში ადანაშაულებენ დიდ ბრიტანეთშიც. საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონიც, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დარჩენილმა მსოფლიომ არ იცის.

ამასთან, 16 აპრილს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები  წაშალა,  კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სადაც კორონავირუსის ლაბორატორიაში შემნაზე არსებულ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდეს.

 

 

 

იტვირთბა....