ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის, „ემაი 6“-ის ყოფილი ხელმძღვანელი ჯონ სოერსი ჩინეთს კორონავირუსზე ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.
ამის შესახებ უცხოური გამოცემა, „დეილი მეილი“ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ დეკემბერში და იანვარში იყო ხანმოკლე პერიოდი, როდესაც ჩინეთი დასავლეთს ახალი კოროვირუსის შესახებ რეალურ მონაცემებს უმალავდა.
ჯონ სოერსი აცხადებს, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან მიმართებაში სერიოზული შეკითხვები დაისვა, რაც ჩინეთის ქმედებების საკმარისად შეუსწავლელობას უკავშირდებ.
ეს არ ამართლებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელს, რომელმაც ვერ შეძლო ფაქტებისა და მონაცემების დადგენა და ჩინეთის მიმართ სწორი მოთხოვნების წარდგენა“, – აღნიშნა სოერსმა.
შეგახსენებთ, 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.
7 აპრილს, ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც “ჯანმო” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტში დაწერა, რომ “ჯანმო” ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. 10 აპრილს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “ჯანმოს” დაფინანსების საკითხს განიხილავდა.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას “ჯანმო” გამოეხმაირა. ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ “თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან.”
საბოლოოდ კი, 14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა.
ხოლო, დღეს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები წაშალა, კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.