ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამერიკული ტელეკომპანია Fox News-ის მიერ გავრცელებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას ეხმიანება, რომელიც კორონავირუსის წარმოშობას უკავშირდება.
ჩინეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის, ჩჟაო ლიცზიანის განცხადებით, არ არსებობს მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა და ამ მოსაზრებას უსაფუძვლოს უწოდებს.
ჩჟაო ლიცზიანის ამის არგუმენტად ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებები მოჰყავს, რომლის თანახმადაც, კორონავირუსის ლაბორატორიაში შექმნის მტკიცებულებები არ არსებობს.
“კორონავირუსის წარმოშობისა და გადაცემის საშუალებებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ნათელია. ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა, რომ ეს არის სამეცნიერო საკითხი, რომელიც მეცნიერებმა და სამედიცინო ექსპერტებმა უნდა შეისწავლონ. მინდა, შეგახსენოთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა არაერთხელ თქვა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კორონავირუსი ლაბორატორიაში შეიქმნა. მსოფლიოში ბევრ ცნობილ სამედიცინო ექსპერტს ასევე მიაჩნია, რომ ე.წ. ლაბორატორიული გაჟონვის მოსაზრებებს მეცნიერული საფუძველი არ აქვს“,’- განაცხადა აგარეო უწყების პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები წაშალა, კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.