ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები წაშალა, კვალის დაფარვაში კი ჯანმო ეხმარებოდა” – Fox News-ის ექსკლუზიური მასალა

ტელეკომპანია Fox News-ი კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალას ავრცელებს.

ტელეკომპანია Fox News-ი იუწყება, რომ COVID-19 უხანის ლაბორატორიაში შეიქმნა არა როგორც ბიოლოგიური იარაღი, არამედ როგორც ჩინეთის მცდელობა ეჩვენებინა, რომ მისი შესაძლებლობები ვირუსების აღმოჩენისა და ვირუსებთან ბრძოლის კუთხით აშშ-ის შესაძლებლობებს აღემატება.

ამ ინფორმაციას ტელეკომპანია არაერთ წყაროზე დაყრდნობით ავრტცელებს, რომლებმაც მიიღეს ინფორმაცია ჩინეთის მთავრობის მოქმედებებთან დაკავშირებით.

ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ვირუსის საწყისი გადაცემა ღამურიდან ადამიანზე მოხდა, ხოლო “ნულოვანი პაციენტი“ უხანის ლაბორატორიაში მუშაობდა და შემდეგ მოსახლეობაში გავიდა.

წყარო ირწმუნება, რომ ყოველივე ამის მტკიცებულებები არსებობს და ტელეკომპანიას შეუძლია ეს დოკუმენტები გამოითხოვოს ნდობის გაზრდისთვის.

წყაროს ცნობით, ეს დოკუმენტები მოწმობს, რომ უხანის ბაზრობაზე, რომელიც თავდაპირველად გამოვლენილი იყო, როგორც ვირუსის წარმოშობის ადგილი, ღამურებს არასოდეს ყიდდნენ. წყაროები აცხადებენ, რომ ჩინეთის მთავრობამ სპეციალურად გადაიტანა ყურადღება ლაბორატორიიდან ბაზრობაზე, როგორც ვირუსის წარმოშობის ადგილზე.

წყაროები აღნიშნავენ, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ნიმუშები გაანადგურა, დაბინძურებული ტერიტორიები გაწმინდა, ხოლო რიგი ანგარიშები  წაშალა.

გარდა ამისა, წყაროებმა Fox News-ს აცნობეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავიდანვე თანამონაწილე იყო და ჩინეთს კვალის დაფარვაში ეხმარებოდა

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის ინფიცირებული ადამიანების რიცხვმა უკვე 2 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ტიპის კორონავირუსის ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფიქსირდება. აშშ-ს მაღალი მაჩვენებლით კვლავ მოსდევს ესპანეთი და იტალია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა. ორგანიზაცია გლობალურ დონეზე გართო გავრცელების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

იტვირთბა....