ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“კორონავირუსთან დაკავშირებით არის რაღაცები, რაც მოხდა და რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ფაქტია, კორონავირუსთან დაკავშირებით არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც დარჩენილმა მსოფლიომ არ იცის. 

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, გულუბრყვილობა იქნება იმ მოსაზრების დაჯერება, რომ ჩინეთი კორონავირუსთან დაკავშირებულ კრიზისს უკეთესად გაუმკლავდა.

“გაკეთებული არჩევანისა და იმის გათვალისწინებით, თუ რას წარმოადგენს დღეს ჩინეთი, რომელსაც მე პატივს ვცემ, მოდით ნუ ვიქნებით იმდენად გულუბრყვლოები, ვთქვათ, რომ ის უკეთესად გაუმკლავდა კრიზისს. აშკარად არის რაღაცები, რაც მოხდა და რის შესახებაც ჩვენ არ ვიცით,”,- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, 16 აპრილს ტელეკომპანია Fox News-მა კორონავირუსის წარმოშობის შესახებ ექსკლუზიურ მასალა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთმა 100 პროცენტით შეცვალა მონაცემები, ანგარიშები  წაშალა,  კვალის დაფარვაში კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ეხმარებოდა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა, სადაც კორონავირუსის ლაბორატორიაში შემნაზე არსებულ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდეს.

მანამდე, 1-ელ აპრილს აშშ-ის სადაზვერვო სამსახურებმა თეთრ სახლს გასაიდუმლოებული დასკვნა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთი მალავდა თავის ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების მასშტაბებს, მათ შორის ვირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობებს.

7 აპრილს, ტრამპმა “ტვიტერზე” გამოაქვეყნა პოსტი, სადაც “ჯანმო” მკაცრად გააკრიტიკა. აშშ-ის პრეზიდენტმა პოსტში დაწერა, რომ “ჯანმო” ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთზე არის ორიენტირებული. 10 აპრილს კი დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ “ჯანმოს” დაფინანსების საკითხს განიხილავდა.

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას “ჯანმო” გამოეხმაირა. ორგანიზაციის დირექტორმა, ტედროს გებრეიესუსიმ განაცხადა, რომ “თუ არ გსურთ უფრო მეტი სიკვდილიანობა, თავი შეიკავეთ პოლიტიზებისგან.”

საბოლოოდ კი, 14 აპრილს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეუწყვიტა.

 

 

 

 

იტვირთბა....