ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მეცნიერების აზრით, სოციალური დისტანცირება შესაძლოა 2022 წლამდე გაგრძელდეს

მეცნიერების თქმით, ფიზიკური დისტანცირება შესაძლოა 2022 წლამდე გაგრძელდეს. რადგან არსებობს კორონავირუსის შესაძლო შემობრუნების საშიშროება.

მათივე განცხადებით, მკაცრმა იზოლაციამ შესაძლოა ვირუსის ამჟამინდელი მდგომარეობა კონტროლის ქვეშ აიყვანოს, თუმცა ვარაუდობენ, რომ შემდგომი პიკი უფრო დიდი და ძლიერი იქნება, თუ შეზღუდვების დაწესება არ გაგრძელდება.

„ინფექციები ორი პირობის შემთხვევაში ვრცელდება: ინფიცირებული და ამთვისებელი ადამიანები. იმ ცოდნით, რაც ახლა გვაქვს ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, პანდემიის დასასრულად ზაფხულის [2020 წლის] პროგნოზირება არ არის თანმიმდევრული.“ – აცხადებს ჰარვარდის ეპიდემილოგიის პროფესორი მარკ ლიფსიტჩი.

მეცნიერთა მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ იმუნიტეტი იქნება მუდმივი, კოვიდ-19 შესაძლოა პირველი გამოჩენიდან ხუთი ან მეტი წლის შემდეგ სრულად გაქრეს. თუ ხალხი ვირუსის მიმართ იმუნური მხოლოდ ერთი წლით იქნება, როგორც ეს სხვა კორონავირუსული ინფექციების შემთხვევაშია, შესაძლოა შედეგად მივიღოთ ვირუსული ციკლი.

ზემოაღნიშნული მოსაზრება არ არის დადასტურებული და ეს გარკვეულ დაკვირვებებზე დაყრდნობით გაკეთებული ვარაუდებია, თუმცა ექსპერტები ფიქრობენ, რომ სოციალური დისტანცირება 2022 წლამდე უნდა გაგრძელდეს.

შეგახსენებთ, რომ 15 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 306 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 71 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება  5034 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 463.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2,027,946 მიაღწია. გარდაიცვალა 129,181 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 494,562 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....