“აპოკალიფსური ისტერიის გარდა, ჩემი აზრით, ეს არის პატრიარქის პირადი შურისძიება ამ ხელისუფლების მიმართ ციანიდის საქმის გამო, რომელმაც ასევე “გააშავა” მისი საყვარელი ძმიშვილი დიმიტრი შიოლაშვილი. ეს პირადი ბოღმაა. ძალიან ბოღმიანი ადამიანია, ვერ იტანს ამ ხელისუფლებას და მიდის ვა-ბანკზე, რომ მაქსიმალურად ბოდიში და, “დააჩმოროს” ეს ხელისუფლება. პატრიარქი ამას აკეთებს, წამსვლელია ამაზე, რომ დაიხოცოს ყველა გარშემო, შეიძლება, ჰგონია, რომ თვითონ არ შეეხება და, აი, ეს ციანიდის გამო ახლა გადაუხადოს [სამაგიერო] და ამას აკეთებს. ასეთი ხალხის ხელშია დღეს ჩვენი ეკლესია.”
ბასილ კობახიძე – თეოლოგი, საპატრიარქოს ყოფილი პრეს-მდივანი
აღნიშნული განცხადება კობახიძემ, “ტაბულას” ეთერში, გადაცემაში “საუბარი რელიგიაზე”, პანდემიის პირობებში ეკლესიიდან მომავალ საფრთხესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 272 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 68 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,878,604 მიაღწია. გარდაიცვალა 116,830 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 436,011 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.