“კვლევამ აჩვენა რომ საგნებიდან ინფექციის გადაცემის თეორია უკვე ამოგდებულია” – ამის შესახებ, “ფორმულას” პირდაპირ ეთერში, ექიმმა, იაგო ფრანგიშვილმა განაცხადა.
ფრანგიშვილმა, ფედრიკ შტრეიკის კვლევაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვლევა აჩვენებს, რომ პირისპირ კონტაქტით დაინფიცირება უფრო საშიშია.
„ეს არის, ჩვენთვის ექიმებისთვის რევოლუციური კვლევა. ფედერიკ შტრეკი არის ვირუსოლოგი და მეცნიერებისთვის არ არის მიღებული ასე სწრაფად რაიმეს დეკლარილება, მაგრამ ის თვლიდა, რომ საზოგადოებრივი მოვალეობა იყო დაევიწყებინა მეცნიერული თვისებები, არ დაელოდა საკუთარი გამოკვლევების დასრულებას და წინასწარი მონაცემები, რომელიც მან 54% გამოკვლევებისა გაანალიზა ეს მონაცემები მან მოგვცა. წარმოდგენა შეიცვალა იმაზე, რომ საგნებისგან გადაცემის თეორია უკვე ფაქტიურად ამოგდებულია. თუკი ჩვენ დაავადებული ავადმყოფის ამონახველიდან სახელურს ხელს მოვკიდებთ პირში ჩავიდებთ ინფიცირება მოხდება, მგრამ ამ კვლევამ ასევე დაამტკიცა, რომ ინფიცირებაც რომ მოხდეს მიმართულება ამ ინფიცირებისა არ არის ისე ტრაგიკული, რაც სხვა შემთხვევებშია, როცა არსებობს პირისპირი კონტაქტი“ – განაცხადა იაგო ფრანგიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 13 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 272 შემთხვევაა დადასტურებული. 3 უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე. 68 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4890 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 439.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,878,604 მიაღწია. გარდაიცვალა 116,830 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 436,011 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.