ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სერბეთის მთავრობა გადადგა

დღეს, 19 მარტს, სერბეთის პრემირი მილოშ ვუჩევიჩი გადადგა.
მან გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო, თუმცა პარლამენტმა 19 მარტს დაადასტურა.
პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ პრემიერის გადადგომიდან 30 დღის განმავლობაში ახალი მთავრობა არ შეიქმნება და რომ ის ვადამდელ არჩევნებს დანიშნავს.
სერბეთის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე აქციების ფონზე მიიღო.
სერბეთში მასშტაბური საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის 1 ნოემბერს, ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი-სადში რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.
იტვირთბა....