სტამბოლში მერის დაკავებამ მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტთან პოლიციის ბარიკადები გაარღვიეს, სამართალდამცველებმა მათ წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს.
უკმაყოფილება მას შემდეგ დაიწყო, რაც უნივერსიტეტმა ქალაქის მერს დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე დიპლომი გაუუქმა და ამით მას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჩამოართვა.
პოლიციის წინ მდგარი სტუდენტები ხმამაღლა სკანდირებდნენ – „პოლიციელო გაყიდე სიმითი, იცხოვრე ღირსეულად“.
ცნობისთვის, დღეს, 19 მარტს, თურქეთის პოლიციამ ოპოზიციის ლიდერი, სტამბოლის მერი ექრემ იმამოღლუ „კორუფციისა და ტერორისტული კავშირების“ შესახებ გამოძიების ფარგლებში დააკავა.