ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ერთი პაციენტი ძალიან მძიმეა, დანარჩენი 6 საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით” – მარინა ეზუგბაია

“ინფექციურ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მდგომარეობა უცვლელია, ერთი პაციენტი ძალიან მძიმეა, დანარჩენი 6 კი საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით.” – ამის შესახებ, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საავადმყოფოში დღეს შეყვანილი ინფიცირებული პაციენტი ე.წ მარნეულის კლასტერიდან არის.

როგორც ეზუგბაია აცხადებს, როგორც კი ინფექციის დადასტურება ხდება, პაციენტები მაშინვე გადაჰყავთ კლინიკებში და არ ელოდებიან რაიმე კონკრეტული სიმპტომის გამოვლენას.

„ერთი დაემატა მარნეულის კლასტერიდან და ეს პაციენტი გადმოყვანილ იქნა ჩვენთან. გაჯანმრთელებული კვლავ რჩება 54, აქედან 38 არის ჩვენი პაციენტი. დღეს დილას ტესტირება ჩატარდა 9 პაციენტზე, 9-ვეს შემთხვევაში მიღებულ იქნა ნეგატიური პასუხი. მძიმე პაციენტების მდგომარეობაც უცვლელია. ძალიან მძიმე პაციენტი ახლა დაგვრჩა მხოლოდ ერთი და დანარჩენი 6 არის საკმაოდ მძიმედ მიმდინარე პნევმონიით. ჩვენთან ამ ეტაპზე 34 პაციენტი რჩება, რადგან ერთმა იცით, რომ დატოვა კლინიკა როგორც გამოჯანმრთელებულმა. საღამოსთვის აღებულია 10 ტესტი, ვნახოთ რა შედეგები გვექნება.

დადასტურება ხდება თუ არა მაშინვე კლინიკებში გადაყავთ, არავინ ელოდება იმას, რომ აი, შენ ახლა დარჩი სახლში და სანამ არ დაგეწყება ეს სინდრომი არ მოგვაკითხო. ყველა დადასტურებული თავსდება სტაციონარში და ამის გამო გვაქვს ჩვენ ალბათ, დადებითი და კარგი ეფექტები, მაგრამ არის ასეთი სიტუაცია, როცა კონტაქტებზე ვსაუბრობთ, დასაწყისში სანამ კლინიკა არ გამოუვლინდებათ ხოლმე, ტესტირებაზე თავს ვიკავებთ, რომ არ იყოს უარყოფითი პასუხი არასწორი, ანუ ნაადრევად გაკეთებული, რომელიც ჭეშმარიტი არ იქნება და მერე არ გაგვეპაროს კლინიკა.” – განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ 10 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 234 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 54 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 429.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,633,448 მიაღწია. გარდაიცვალა 97,602 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 366,673 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....