ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკდებელ სახელმწიფოდ აღიარება” – ოპოზიციის მიმართვა სირიის ლიდერს აჰმედ ალ-შარაას

ოთხი ოპოზიციური პარტია სირიის ხელისუფლებას მიმართავს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღაირება უკან წაიღოს. ამის შესახებ განცხადება ოპოზიცურმა პარტიებმა ფრიბინგზე გააკეთეს და დოკუმენტი სოციალურ ქსელში გამოქყვეყნეს.

ქართველი ხალხი მშვიდობიანად იბრძვის კრემლის მიერ მხარდაჭერილი არალეგიტიმური, ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ. შესაბამისად, ჩვენ, ოთხი ძირითადი დემოკრატიული ძალა საქართველოში, რომლებიც წარმოვადგენთ საქართველოს მოქალაქეების ნებასა და მათ მისწრაფებებს თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობისკენ, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი ძალისხმევით გაუქმდეს სირიის მხრიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.” – ნათქვამია დოკუმენტში.

იტვირთბა....