ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“PACE-ში მონაწილეობა არის ვალდებულება და არა არჩევანი” – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა, თეოდორუს რუსოპულოსმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოს საპარლამენტო ასამბლეაში წევრობის შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული დელეგაციისთვის PACE-ში მონაწილეობა სავალდებულოა და არა არჩევანი.

საპარლამენტო ასამბლეა არ არის ნაწილობრივი შეთანხმება, არამედ ნორმატიული ორგანო, რომელშიც მონაწილეობა არ არის არჩევანი, არამედ ვალდებულებაა. მას შემდეგ, რაც საქართველოს დელეგაციამ რწმუნებათა სიგელები მიიღო, ისინი უნდა იყვნენ ასამბლეაში. ეს მათი ვალდებულებაა”. – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

ასამბლეის პრეზიდენტის თქმით, კომიტეტმა საქართველოს საქმე განიხილა და ისინი გააგრძელებენ მის განხილვას მომდევნო კვირების განმავლობაშიც. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, ის აპრილში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე მიიღება. თუმცა როგორ გადაწყვეტილებას მიიღებენ, თუკი ქართული დელეგაცია კვლავ განაგრძობს უარის თქმას ასამბლეაში მუშაობის ვალდებულებაზე, რუსოპულოსს არ დაუკონკრეტებია.
ახლა არ ვაპირებ რაიმე სახის ჰიპოთეზაზე პასუხს. მას ჩემ გონებაში დავტოვებ” – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციის თანახმად,  საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა მოთხოვნილი. ეს მოთხოვნები “ქართულმა ოცნებამ” აპრილამდე უნდა შეასრულოს. მანამდე კი, “ქართული ოცნების” დელეგაცია შეზღუდული უფლებამოსილებით ისარგებლებს.

იტვირთბა....