“მთავარი იქნება მოსახლეობა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ შეზღუდვებს დაემორჩილოს და ზედმიწევნით შეასრულოს რეკომენდაციები იმისთვის, რომ საგანგებო მდგომარეობა რაც შეიძლება სწრაფად დამთავრდეს. მე პირდაპირ მივმართავ მოსახლეობას: რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ საგანგებო მდგომარეობის მოთხოვნებს, მით უფრო ჩქარა დასრულდება საგანგებო პერიოდი. ეს არის აუცილებელი. ქვეყანა ამას დიდხანს ვერ გაუძლებს.”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ცერცვაძემ ამის შესახებ „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.