“ჩვენ ვალდებული ვართ არამარტო შევაჩეროთ ეპიდემია, რაც მოვახერხეთ კიდეც, არამედ აუცილებელია ეპიდემია რაც შეიძლება მალე წავიდეს დაბლა… ჩემი რეკომენდაცია იქნება რომ საგანგებო მდგომარეობა გარკვეული პერიოდით უნდა გაგრძელდეს, შესაძლოა 2 კვირით ან მაქსიმუმ 1 თვით.”
თენგიზ ცერცვაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი
ცერცვაძემ ამის შესახებ „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა.
მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.