“გონივრული ნაბიჯები ჩვენი ექიმების მხრიდან, ჩვენი მთავრობის მიერ დროულად გადადგმული ნაბიჯები, თვითშეგნება, რომელიც გამოჩენილი იყო მთელი საზოგადოების მიერ – ეს არის ის, რაც მთელმა მსოფლიომ დაინახა და აღნიშნა, მაგრამ ჯერ ეს ბრძოლა არ დამთავრებულა, არ დასრულებულა. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ შუაგულ კრიზისში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ეს ბრძოლა. არ უნდა მოვდუნდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გადარჩენილი ვართ. არ ვართ ჯერ გადარჩენილი. ეს მოითხოვს ჩვენგან ჯერ კიდევ ბევრ მოთმინებას, ბევრ გონიერ ნაბიჯს და მოითხოვს ჩვენგან, რომ ჯერ კიდევ სახლში დავრჩეთ.”
სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს პრეზიდენტი
ზურაბიშვილმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან კორონავირუსზე საუბრისას განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 216-მდე გაიზარდა.მათგან 50 გამოჯანმრთელებულია. გარდაცვლილია 3 ადამიანი.
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ხოლო, მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.