აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი – შეშფოთებას გამოვხატავთ ლუგანსკში სტუდენტურ საცხოვრებელზე იერიშის გამო, ვგმობთ ნებისმიერ თავდასხმას, რომლის სამიზნეც მშვიდობიანი მოქალაქეები არიან

გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელი ფუ კონგი გმობს ნებისმიერ თავდასხმას, რომელიც მიზანში იღებს მშვიდობიან მოსახლეობას და უკრაინულ და რუსულ მხარეებს მოუწოდებს, შეწყვიტონ იერიშების განხორციელება სამოქალაქო პირებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.

ფუ კონგის თქმით, ყველა მხარემ უნდა გამოიჩინოს პოლიტიკური ნება, რათა რუსეთსა და უკრაინას შორის ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი სამშვიდობო შეთანხმება იყოს მიღწეული.

„ჩინეთმა მიიღო ცნობები სტარობელსკში, სკოლაზე დრონებით განხორციელებული თავდასხმის შესახებ და გამოხატავს ღრმა შეშფოთებას თავდასხმით გამოწვეული მსხვერპლის გამო, განსაკუთრებით სტუდენტებს შორის. ჩინეთი გმობს ნებისმიერ თავდასხმას, რომლის სამიზნესაც უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეები წარმოადგენენ. უკრაინის გაჭიანურებული კრიზისი, ბრძოლის ველზე გამწვავებული სიტუაცია და ჩვეულებრივი ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა – ეს ყველაფერი არის ის, რისი ხილვაც არცერთ მხარეს, მათ შორის, ჩინეთს არ სურს“, – განაცხადა ფუ კონგმა.

გაერო-ში ჩინეთის წარმომადგენელმა მხარეებს თავშეკავებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დაცვისკენ მოუწოდა. ამასთან, მისივე თქმით, ჩინეთის პოზიცია უკრაინის საკითხთან დაკავშირებით არის ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყანა მზად არის, ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან. ასევე, ჩინეთი მზად არის, განაგრძოს კონსტრუქციული როლის შესრულება კრიზისის პოლიტიკური გზით მოგვარებაში.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინა სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმაში დაადანაშაულა. მედიის ცნობით, თავდასხმას, რომლის შედეგადაც ექვსი ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაშავდა, რუსეთის პრეზიდენტმა ტერაქტი უწოდა და სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა.

იტვირთბა....