აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

სერგეი ლავროვი – დასავლეთი ცდილობს სომხეთი ანტირუსულ ბანაკში ჩაითრიოს, რათა რუსეთისთვის ყველაფერი რაც შეიძლება მტკივნეული გახდეს

დასავლეთი ცდილობს სომხეთი ანტირუსულ ბანაკში ჩაითრიოს, რათა რუსეთისთვის ყველაფერი რაც შეიძლება მტკივნეული გახდეს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„დასავლეთი ცდილობს ჩვენი მოკავშირეების დაშორებას, პირველ რიგში, ჩვენი მეზობლებით დაწყებული, როგორც ეს საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით გააკეთა, როგორც ახლა უკრაინის შემთხვევაში აკეთებს და როგორც ახლა ცდილობენ სომხეთის იმავე მცდარ ლოგიკაში ჩართვას“, – განაცხადა ლავროვმა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭოს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.

ლავროვის მტკიცებით, ამ მიდგომის მიზანია უფრო რთული გახადონ რუსეთის, როგორც ჭეშმარიტად დიდი ძალისა და ცივილიზაციის შენარჩუნება და გაძლიერება.

იტვირთბა....