ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ლენტეხსა და ცაგერში ბლოკპოსტები განთავსდება და მოქალაქეების თერმოსკრინინგი მოხდება

ლენტეხისა და ცაგერის მინიციპალიტეტებში  საკონტროლო-გამშვები პუნქტები გაიხსნება და მოქალაქეები თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან.

ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლენტეხში ინფიიცრების შემთხვევა დაფიქსირდა, კონტაქტებისა და წყაროს დადგენა აქტიურად მიმდინარეობს.

“ძალიან აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პირველადი და შემდგომი კონტაქტების გამოსავლენად. ჩვენ სასწრაფოდ დავნიშნეთ შტაბის სხდომა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება პრევენციული ღონისძიებების შესახებ. იმ სოფლებში სადაც გავრცელების მაღალი რისკია დაიწყება თერმოსკრინინგი, ასევე გაკეთდება გადაადგილების პუნქტები. შესვლა არ გამკაცრდება, ბლოკპოსტებზე მოხდება თერმოსკრინინგი და დამატებითი ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის,“ – განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

რწმუნებული ვარაუდობს, რომ  ორ  დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთან ყველა კონტაქტი დადგენილი იქნება.

შეგახსენებთ, ლენტეხის „ცხელების ცენტრში“ შესულ პაციენტს კორონავირუსი დაუდგინდა .

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილამდე გამოაცხადა, ხოლო მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

ამასთან, უკვე 10 მუნიციპალიტეტის შესასვლელებში ბლოკპოსტები მოეწყო, სადაც მგზავრთა გადაადგილებას აკონტროლებენ და თერმოსკრინინგს უტარებენ.

იტვირთბა....