ახალი ამბები მთავარი

“ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე, თანაგუნდელებთან ერთად მწავდით ებრძვის კორონავირუსს” – მელია

“დგას და თანაგუნდელებთან ერთად მწავდით “ებრძვის” კორონავირუსს” – ამის შესახებ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს და ფოტოს აქვეყნებს, სადაც ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე რამდენიმე ადამიანთან ერთდ მწვადებს მიირთმევს.

„აჯარიმებენ ყველას – ცოლ-ქმარს გვერდი-გვერდ ჯდომისთვის, მომხმარებელს სუპერმარკეტის რიგში დისტანციის დარღვევისთვის, ახალგაზრდებს – თუ სამზე მეტმა მოიყარა თავი და ა.შ.

შექმნილ ვითარებაში სიმკაცრე აუცილებელია, მაგრამ ყველა უნდა ისჯებოდეს, ვინც კანონს არღვევს. მაგალითად ეს ბედოვლათი – ახალქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, ქართული ოცნების ადგილობრივი ვარსკვლავი, ენზელ მკოიანის მარჯვენა ხელი, რომელმაც თავმჯდომარეობა ასე გაიგო – ხალხის, კანონის თავზე ჯდომად.

დგას და თანაგუნდელებთან ერთად მწავდით “ებრძვის” კორონავირუსს“, – წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 211 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,455,955 მიაღწია. გარდაიცვალა 83,666 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 309,825 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....