თბილისში ქალების მარში დასრულდა – ქალთა მარშის მონაწილეებმა ბიძინა ივანიშვილის სახლის მიმდებარედ სიმბოლურად ჩემოდნები დატოვეს და სკანდირებდნენ: „წადი“ – მანამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მსახიობმა, ეკა დემეტრაძემ მანიფესტი წაიკითხა და განაცხადა, რომ “ოლიგარქი მიდის და ისინი რჩებიან”.
“ოლიგარქი მიდის და ჩვენ ვრჩებით. რადგან ჩვენ უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ჩვენ უფრო დღეგრძელები ვართ, ვიდრე ოლიგარქი. ეს ჩანთები ჩვენი არაა, ეს ჩანთები ოლიგარქისაა, ამიტომ ოლიგარქი მიდის, ჩვენ ვრჩებით”, – განაცხადა ეკა დემეტრაძემ.