25 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება.
პრესსამსახურის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი განცხადებას 10:00 საათზე გააკეთებს.
უცნობია, კონკრეტულად, რა საკითხზე ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი ბრიფინგზე.