aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ყველა ადამიანის ტესტირება უნდა მოხდეს, რადგან უსიმპტომო ადამიანი მოარული ნაღმია” – ალექსი ვაჩაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

“მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანის ტესტირება მოხდეს, რადგან ზოგჯერ საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდეგ უფიქსირდებათ კორონავირუსის სიმპტომები” – ამის შესახებ, “ფორმულას” ეთერში რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგმა, ალექსი ვაჩაძემ განაცხადა.

ვაჩაძე საუბრობს, კორონავირუსით ინფიცირებულ ბათუმელ მომღერალზე, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები საკარანტინო პერიოდის შემდეგ გამოუვლინდა.

„საქართველოში ძალიან საინტერესო ამბავი მოხდა გუშინ და დღეს. ბათუმელი ახალგაზრდა მომღერალი, რომელიც 14 დღე კარანტინში იმყოფებოდა, უნდა წასულიყო სახლში და აღმოაჩინა, რომ ზუსტად ის სიმპტომები ჰქონდა, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს. დადგინდა, ომ ამ ადამიანს აქვს კორონავირუსული ინფექცია და რომ არა მისი სიფხიზლე, ბევრ ადამიანს დააინფიცირებდა.

სამედიცინო პერსონალი უნდა იტესტებოდეს აუცილებლად. ისლანდიაში აღმოაჩინეს, რომ 54% ადამიანების ვინც ტოვებს კარანტინს კოვიდ დადებითი აქვთ. ჩემი აზრით იმ ადამიანებს ვისაც არანაირი სიმპტომი არ აქვს დადიან სამსახურებში და აუცილებლად უნდა მოხდეს ადამიანების ტესტირება იმიტომ, რომ ყველაზე საშიში ამ დროს უსიმპტომო ადამიანია რომელიც არის მოარული ნაღმი“ – განაცხადა ალექსი ვაჩაძემ.

შეგახსენებთ, რომ 8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 211 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდებაკარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.

30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.

მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.

საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.

კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,455,955 მიაღწია. გარდაიცვალა 83,666 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 309,825 პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.

გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.

ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.

ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/. 

ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.

ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.

დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.

იტვირთბა....