ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამარცხვინო რეზოლუციაა… მაკულატურაა”- კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

“სამარცხვინო რეზოლუციაა… მაკულატურა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საუბრობს და მორიგ ჯერზე აჟღერებს ანტიევროპულ განცხადებებს.

“დღეს ევროპარლამენტმა მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია მიიღო. იმ დეპუტატებმა, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ამ მაკულატურას, კიდევ ერთხელ უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენეს ევროპულ ინსტიტუციას და ევროპულ იდეას. რომელიც თავისუფლებას, თანასწორობას, გამჭვირვალობასა და სიმართლეს ეფუძნება.

ლობიზმში თავიდან ბოლომდე ჩაფლული დეპუტატების პირით ქართველ ხალხს გვითხრეს, რომ უნდა გავათავისუფლოთ თურმე მიხეილ სააკაშვილი… ამის პარალელურად, სამარცხვინო რეზოლუციის ავტორებმა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვეს, – თქვა კალაძემ.

იტვირთბა....