ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს გზა ევროპული მომავლისკენ”– გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, “განზრახ” არ შეაფერხოს ქვეყნის ევროპული მომავლისკენ მიმავალი გზა. ამის შესახებ გერმანიის საგარეო უწყება სოციალურ ქსელ X-ში წერს.

“ათასობით ადამიანი საქართველოში ყოველ ღამე აპროტესტებს სიტყვის თავისუფლების და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს. საქართველოს მთავრობას ეკისრება პასუხისმგებლობა, განზრახ არ შეაფერხოს ქვეყნის გზა ევროპული მომავლისკენ”, – აღნიშნულია ტვიტში.

იტვირთბა....