ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები”– მიხაელ როთი

“პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, ამ დღეებში ევროპის დედაქალაქი არის არა ბრიუსელი, არა პარიზი, არა მადრიდი, არამედ თბილისი, სადაც ათასობით ადამიანი ქუჩაშია გამოსული, რათა დაიცვას არა მხოლოდ საკუთარი, არამედ ჩვენი ერთობლივი ევროპული ფასეულობები”- აცხადებს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი ტელეკომპანია “მთავართან” ინტერვიუში.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იმსახურებს შანსს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი არა მთავრობის გამო, არამედ იმ ახალგაზრდების გამო, რომლებიც იცავენ ევროპულ ფასეულობებს.
ჯერ გვიანი არ არის, გვიანდება, მაგრამ დრო კიდევ რჩება. მნიშვნელოვანია, ყველამ გაიგოს, რომ ჩვენი მთავარი გამაერთიანებელი არის საერთო ღირებულებები. ეს კანონი კი შეუთავსებელია ჩვენს ღირებულებებთან”– აცხადებს მიხაელ როთი.
:
იტვირთბა....