“გადახედეთ რუკას, რა ხდება აფრიკის ქვეყნებში. იქ ჩვეულებრივად შეიძლება ნახოთ ერთი ორი კოვიდის პაციენტი. გჯერათ, რომ მეტი არ არის იქ? რა თქმა უნდა არა, იმიტომ, რომ იქ ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არ არის. სადაც ჯანდაცვის სისტემა მომზადებული არის, იქ სადაც არის საშუალება ტესტირების, ციფრები უფრო ჩანს. იმიტომ, რომ იქ არის გამოვლენა უფრო მაღალი და მკურნალობაც არის უფრო მაღალ დონეზე. იმ ქვეყნებში სადაც ჯანდაცვის სისტემა არ არის მყარი, ციფრები არის დაბალი, სიკვდილიანობის მაჩვენებელიც არის დაბალი.”
გიორგი ფხაკაძე – პროფესორი, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში
“ტვ პირველი”
შეგახსენებთ, რომ 8 აპრილის მონაცემებით, საქართველოში COVID-19 ის 208 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 50 პაციენტი ვირუსისგან სრულად განიკურნა. ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების სამი შემთხვევა ფიქსირდება. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4682 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.
30 მარტს საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, კორონავირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია.
მთავრობის მეთაურმა ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ასევე, ის შეზღუდვები ჩამოთვალა, რომლებიც, საყოველთაო კარანტინის ფარგლებში ამოქმედდება.
საქართველოში 30 მარტს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი გამოცხადდა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეიქმნება მთავრობის ცხელი ხაზი – 144, რომელიც იქნება უფასო და მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე კოორდინაციას გაუწევს.
კარანტინისა და თვითიზოლაციის წესის დარღვევის განმეორებით შემთხვევაში, დამრღვევ პირს სასჯელის ზომად განესაზღვრება შინაპატიმრობა ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.
მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1,455,955 მიაღწია. გარდაიცვალა 83,666 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 309,825 პაციენტი.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, 11 მარტს COVID-19, რომელმაც გავრცელება სულ რაღაც 3 თვის წინ დაიწყო, ოფიციალურად საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა.
გლობალურად ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო პოლიტიკოსები და მათი ოჯახის წევრებიც დაზარალდნენ. „სიენენი“ კორონავირუსით დაავადებული, ასევე თვითიზოლაციაში მყოფი მსოფლიო ლიდერებისა და პოლიტიკოსების შესახებ წერს.
ისრაელის ფსიქოსომატიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვიდეორჩევებს იძლევა, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ კორონავირუსით ინფიცირებულს.
ინფორმაცია საქართველოში ახალი კორონავირუსის შესახებ ყოველდღიურად ახლდება საიტზე https://stopcov.ge/.
ინფორმაცია მსოფლიოში ვირუსით ინფიცირებულთა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ყოვედღიურად ახლდება საიტზე https://www.worldometers.info/coronavirus/.
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი: 1505.
დაავადებათა კონტროლის ცხელი ხაზი: 116 001.