ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა, ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის”- ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდა იმის საფუძველს იძლევა, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

ეს განცხადება ირაკლი ჩიქოვანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე გააკეთა.

ჩიქოვანი მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად შეასრულონ რეკომენდაციები და სახლიდან მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში გავიდნენ.

მისი თქმით, ვირუსთან ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა და მოქალაქეებმა რეკომენდაციების დაცვით ჯანდაცვის სისტემას არსებული ზეწოლა უნდა შეუმსუბუქონ.

“დღესდღეობით კორონავირუსის ​200-ზე მეტი ფაქტი გვაქვს, რაც გვაძლევს იმის საფუძველს, რომ კვლავაც გვაქვს შემთხვევათა გაზრდის მოლოდინი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მივმართავთ ჩვენს თანამოქალაქეებსა და მივმართავთ ყველა ბიზნეს სუბიექტს თუ ნებისმიერი ობიექტის წარმომადგენელს, ყველამ, აუცილებლად უნდა დავიცვათ რეგულაციები, რომელიც არის შემოღებული და მხოლოდ და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში გავიდეთ სახლიდან.

კოვიდ“ ვირუსთან ბრძოლა დასრულებული არ არის, ჩვენ მხოლოდ პროცესში ვიმყოფებით. მხოლოდ ქვეყანაში არსებული რეგულაციების მკაცრი დაცვა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ შევუმსუბუქოთ თითოეულ ჩვენგანს, თითოეულ თანამოქალაქეს და სამედიცინო სისტემასაც ის ზეწოლა, რომელიც შეიძლება მათზე მოვიდეს. ჩვენ არ გვაქვს მოდუნების შესაძლებლობა, მოდუნების საშუალება და ჩვენ აუცილებლად უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, პროტოკოლი,რომელიც არის ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

საქართველოში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა. ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

ცოტა ხნის წინ ცნობილი ხადა, რომ 9 მუნიციპალიტეტთან ერთად, ვანის შესასვლელებშიც მოეწყობა სპეციალური გამშვები პუნქტები და მოქალაქეებს თერმოსკრინინგის წესით შემოწმდებიან. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა რაიონში ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა.

 

იტვირთბა....