ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით ვანის ადგილობრივი მაცხოვრებელი დაინფიცირდა, წყარო უცნობია

ახალი ტიპის კორონავირუსი ვანის რაიონის ადგილობრივ მაცხოვრებელს დაუდასტურდა.

75 წლის ქალი საეჭვო სიმპტომებით კლინიკაში ორი დღის წინ გადაიყვანეს, ხოლო ვირუსზე ჩატარებულმა ანალიზმა დადებითი პასუხი აჩვენა. ამ დროისთვის, ინფიცირების წყარო უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული ვანში თბილისიდან ორი კვირის წინ ჩავიდა. ტემპერატურა მის მეუღლესაც აღენიშნება. ამჟამად ისინი ქუთაისის საავადყოფოში არიან მოთავსებულები.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 208-მდე გაიზარდა. მათგან 46 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა, სამი კი გარდაიცვალა.

ამასთან, ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში რჩება 4674 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 362.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

 

 

 

იტვირთბა....