ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება

კორონავირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება – ამის შესახებ გადაწყვეტილება მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

აგრარული ბაზრების მუშაობა ვირუსის გავრცელებას უწყობდა ხელს.

მთავრობის 30 მარტის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით ფაქტობრივად საყოველთაო კარანტინი გამოცცხადდა. საყოველთაო კანარტინის პერიოდში, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე  ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდა.პრემიერმას საზოგადოებას ის შეზღუდვები გააცნო, საყოველთაო კარანტინის დროს ამოქმედდა.

საქართველოში კორონავირუსის ინფიცირების საერთო რაოდენობა 195-მდე გაიზარდა. მათგან 39 პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდა. კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 30 იანვარს კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ, 11 მარტს კი, პანდემიად გამოაცხადა.

იტვირთბა....