ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მამაჩემს დაურეკეს და ჩემი მოკვლით დაემუქრნენ, მისმა ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაშია” – ლაშა ფარულავა

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ გამთენიისას მამამისს დაურეკეს და მისი მოკვლით დაემუქრნენ. როგორც ფარულავა ამბობს, მამამისი ახლა რეანიმაციაშია, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობამ ვერ გაუძლო.

“მამაჩემს ურეკავდნენ და ემუქრებოდნენ შვილის, ჩემი ფიზიკური განადგურებით. ჩემზე ფიზიკური ანგარიშსწორება ვერ შეძლეს, მაგრამ მამაჩემის ჯანმრთელობამ ვერ გაუძლო და ახლა რეანიმაციაში მყავს. ეს არის სწორედ რუსული სტილის, საბჭოთა წითელი ტერორი, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო მიმართავენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნონ. ეს ადამიანები არ ვიცი სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ ან რა დამოკიდებულებაა, ასაკოვან ადამიანს დილის 5 საათზე დაურეკო და ერთადერთი ბიჭის განადგურებით დაემუქრო. ეს არაფერში არ ჯდება. აუცილებლად, ყველა დამნაშავე კანონის წინაშე აგებს პასუხს. სიცოცხლის ფასად რომ დამიჯდეს, ყველა ამ პირს კანონის წინაშე დავსჯით”, – აცხადებს ფარულავა.

შეგახსენებთ, ფიზიკურად გაუსწორდნენ რუსული კანონის კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს, დავით ქვათაძეს. მას დაზიანებები სახისა და თავის არეში აღენიშნება და ნაკერები ადევს. ღამით სახლთან რამდენიმე ნიღბიანი პირი დახვდა აქტივისტ ლუკა შველიძეს, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში ყოველდღიურად მონაწილეობს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ფავლენიშვილის ინფორმაციით, კი სადარბაზოსთან 5 პირბადიანი პირი მას მეუღლისა და 1 წლის შვილის თვალწინ დაემუქრნენ.

იტვირთბა....