ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დღეს, თსუ-ში სტუდენტების დარბევას ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი ხელმძღვანელობდა” – საკრებულოს დეპუტატი

თბილისის საკრებულოს წევრის ნაციონალური მოძრაობიდან, ლილე ლიპარტელიანის ინფორმაციით, თსუ-სთან სტუდენტების დარბევას ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე მუკათარიძე ხელმძღვანელობდა:

“თვალებს არ ვუჯერებ
დღეს, თსუ-ში სტუდენტების დარბევას ხელმძღვანელობდა, ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორი, ალექსანდრე მუკათარიძე.
კი, ბაგა-ბაღების” – წერს ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, დილით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტებს ქართული ოცნების ნიღბიანი პარტაქტივი ფიზიკურად გაუსწორდა. “მთავარმა არხმა” მოახერხა 3 პირის იდენტიფიცირება, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ: ესენი არიან “ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი გიორგი შუკვანი, ნიკოლოზ მელიქიშვილი და სანდრო ასათიანი. სტუდენტებზე ანგარიშსწორებას პოლიცია შორიდან აკვირდებოდა და აშკარა ძალადობაზე რეაგირება არ ჰქონიათ. ირაკლი კობახიძემ სასწავლო დაწესებულება შეძახილებისა და პროტესტის ფონზე დატოვა.

იტვირთბა....